ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხი განსხვავებულად?

6 აპრილი, 2018 • 7650
როგორ შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხი განსხვავებულად?

თუ გინდათ, რომ სააღდგომოდ ენდროთი შეღებილი კვერცხის გარდა რაიმე განსხვავებული სცადოთ, სხვადასხვა ფერად შეღებვის რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ.

საკვები საღებავით შეღებილი კვერცხი

სხვადასხვაფრად კვერცხის შესაღებად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

  • მაგრად მოხარშული კვერცხები
  • ქაღალდის ხელსახოცი ან გაზეთი
  • თასი ან ღრმა ფინჯანი, რათა კვერცხის წყალში მთლიანად ჩადება შევძლოთ
  • მაშა ან ნახვრეტებიანი კოვზი კვერცხის ამოსაღებად
  • ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი
  • 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი
  • თხევადი საკვები საღებავი (თითოეული ფერისთვის დაახლოებით 20 წვეთი დაგვჭირდება).

ვიდეო, თუ როგორ უნდა შევღებოთ კვერცხი ამ ინგრედიენტებით, ნახეთ აქ:

თუ კვერცხის არა მხოლოდ სხვადასხვა ფერად შეღებვა, მასზე სხვადასხვა ორნამენტის გამოსახვაც გსურთ, მაშინ ეს მეთოდი გამოგადგებათ

ეს რეცეპტი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ შესაღებად მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები გამოიყენება. კერძოდ დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი კოლგჰოტი,
  • ხახვის ფურცლები,
  • იისფერი კომბოსტო.
  • ყვავილები და ფოთლები (თქვენი არჩევანით),
  • კამა.

მომზადების მეთოდი ნახეთ აქ:

Emoji, გალაქტიკა და მარმარილო სააღდგომო კვერცხებზე

აქ კი გვასწავლიან, როგორ უნდა გამოვსახოთ მთელი გალაქტიკა, სხვადასხვა ემოცია [Emoji] და მარმარილოს ეფექტი სააღდგომო კვერცხებზე. ამისათვის დაგჭირდებათ:

  • მაგრად მოხარშული კვერცხი, ან ხელოვნური კვერცხი,
  • აკრილის საღებავები,
  • მარკერი,
  • ფრჩხილის ლაქი.

კვერცხების მოხატვის წესი ნახეთ აქ:

კვერცხის შეღებვა ფრჩხილის ლაქითა და წყლით

ამ მეთოდით კვერცხების გასალამაზებლად მხოლოდ რამდენიმე ფერის ფრჩხილის ლაქი, წყალი და შესაბამისი ჭურჭელი დაგჭირდებათ. თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა შეღებოთ ამ მეთოდით, ნახეთ ვიდეო:

კვერცხის შეღებვა წებოვანი ლენტის დახმარებით

ამ მეთოდით კვერცხის შესაღებად წებოვანი ლენტი და სხვადასხვა ტიპის საღებავი, მათ შორის, საკვები საღებავი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ წებოვანი ლენტი ძალიან მსხვილია, შეგიძლიათ შუაში გაჭრათ.  უფრო მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ვიდეო:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი