ახალი ამბები

კალაძე:”ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა ინტერესი ნავთობპროდუქტების ბიზნესში

24 ოქტომბერი, 2013 •
კალაძე:”ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა ინტერესი ნავთობპროდუქტების ბიზნესში

ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “არგუმენტებში” გააკეთა: 

 

კახა კალაძე
კახა კალაძე

“საუბარი იყო ფასების შემცირებაზე. არჩევნების შემდეგ მოხდა საწვავის ფასის 10–15 თეთრით კლება.სოკარის ბენზინგასამართებზე დიზელი ღირს 1,90. ბაზარი არის დერეგულირებული. საქართვეოში შემოსული ნავთობპროდუქტების ფასი დამოკიდებულია ბაზარზე. აზერბაიჯანთან გვაქვს მოლაპარაკებების, რომ ყაზახური და თურქმენული ნავთობი ზღვით გავიდეს უცხოეში და ამისთვის გაიხსნას კორიდორი.” 


კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია: “აზერბაიჯანი საუკეთესო ფასებში გვაძლევს ბუნებრივ აირს. ეს არის საკმაოდ კარგი ხელშეკრულება, რომელიც ადრე გაფორმდა. ტარიფის დაწევა შიდა რესურსის ხარჯზე მოვახერხეთ. 5 თეთრით შემცირდა ტარიფი ბუნებრივ აირზე, ამ მხრივ გავაკეთეთ მაქსიმუმი. 

 

კახი კალაძის განცხადებით, ნავთობპროდუქტების ბიზნესში “ნაციონალურ მოძრაობას” ინტერესი ჰქონდა: “ფინანსური ინტერესი იყო ამასთან მიამრთებაში.ამას გამოძიება სჭირდება და დადასტურება. 5 თეთრი მიდიოდა “ნაცმოძრაობაში” იმპორტირებული ერთი ლიტრი ბენზინიდან.ამის დამტკიცებას შრომატევადი სამუშაო სჭირდება.”  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი