ახალი ამბები

თბილისის მეტროში ‘შტადლერის’ მატარებლების შემოყვანაზე ვმუშაობთ – კალაძე

4 აპრილი, 2018 • 7919
თბილისის მეტროში ‘შტადლერის’ მატარებლების შემოყვანაზე ვმუშაობთ – კალაძე

თბილისის მერია გეგმავს, რომ მეტროს ახალი მატარებელი და ახალი ვაგონები შეიძინოს. თუმცა, როდის,  მერიაში ჯერ არ ამბობენ.

“ვმუშაობთ შვეიცარიულ კომპანია “შტადლერთან”, ამ წუთებში მიმდინარეობს მუშაობა მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ვაგონების შესყიდვა, არამედ მათი აწყობა-წარმოება საქართველოში დავიწყოთ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მივაღწევთ შეთანხმებას”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

აღნიშნული კალაძემ დღეს, 4 აპრილს, თბილისის საკრებულოში მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი