თბილისის საქალაქო სასამართლომ რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯა ქმარს, რომელმაც ცოლს სახეში მუშტები ურტყა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 იანვარს თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ე.ნ-მ მეუღლე ნ.ი-ს მიმართ ძალადობა ჩაიდინა, რა დროსაც მუშტის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

სამართალდამცველებმა ე.ნ.  იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. სასამართლომ მოძალადე ქმარი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ მიიჩნია.