ვითიბი ბანკი უძრავი ქონების შეძენის, აშენების, გარემონტების ან არსებული იპოთეკური სესხის გადაფარვის მსურველებს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს. დოლარში 5.70% (ეფექტური საპროცენტი განაკვეთი – 6.22%), ხოლო ევროში, მხოლოდ 4.50% (ეფექტური საპროცენტი განაკვეთი – 4.95%).
აღნიშნული პირობები მოქმედებს 1 ივნისამდე. დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია ვითიბის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ, ბანკის ვებ-გვერდზე. #კარგიდროა საუკეთესო პირობების მისაღებად.
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.