2018 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ხილისა და ყურძნის ფასი 25%–ით გაიზარდა, ბოსტნეულის ფასი კი, 7%-ით. ფასები 11%-ით გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზეც. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
წლიური ინფლაცია
საქსტატის ინფორმაციით, ფასები 2017 წლის მარტთან შედარებით გაიზარდა:
[checklist]
- ხილსა და ყურძენზე 25,6 %;
- თამბაქოს ნაწარმზე 11,2 %;
- წყალმომარაგებასა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურებაზე 7,7 %;
- ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 7,0 %;
- ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეებზე 5,4 %;
- რძეზე, ყველსა და კვერცხზე 4,9 %;
- სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე 4,4 %;
- ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 4,4 %;
- ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 4,1 %;
- სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 3,9 %;
- ზეთსა და ცხიმზე 3,2 %;
- ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე 2,9%;
- თევზეულზე 2,8 %;
- საავადმყოფოების მომსახურება 2,4 %;
- ალკოჰოლურ სასმელებზე 1,1%.
[/checklist]
ერთადერთი ჯგუფი, რომელზეც ფასები ერთი წლის განმავლობაში შემცირდა, არის შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, რომლის ფასი, წინა წლის მარტთან შედარებით, 2,5%-ით შემცირდა.
თვიური ინფლაცია
სამომხმარებლო ფასები 2018 წლის მარტში, ამავე წლის თებერვალთან შედარებით, შემცირდა შემდეგ ჯგუფებზე:
[checklist]
- რძეზე, ყველსა და კვერცხზე 3,1%;
- ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 2,8%;
- სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 2,7%;
- შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 1,4%;
- სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1,2%;
- ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე 0,7%;
- პურსა და პურპროდუქტებზე 0,3%.
[/checklist]
2018 წლის მარტში თებერვალთან შედარებით ფასები გაიზარდა:
[checklist]
- ხილსა და ყურძენზე 4,7 %;
[/checklist]