ახალი ამბები

შსს: დაკავებულია პირი, რომელსაც ბრაზილიიდან 1 კგ კოკაინი შემოჰქონდა

3 აპრილი, 2018 • 1897
შსს: დაკავებულია პირი, რომელსაც ბრაზილიიდან 1 კგ კოკაინი შემოჰქონდა

შსს-ს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს, რომლის ხელბარგის ჩხრეკისას პოლიციამ 1 კგ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო – ამის შესახებ შსს-ში დღეს, 3 აპრილს გამართულ ბრიფინზე განაცხადეს.

უწყების ცნობით, პირი სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს, სადაც ბრაზილიიდან დუბაის გავლით ჩამოფრინდა.

გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას სგულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი