საიტის მმართველი კომპანიის EMC–ის (შეფასებისა და მენეჯმენტის კონსალტინგის) წარმომადგენლის, ნინო სააკაშვილის განცხადებით, ამ ვებპორტალის დახმარებით პოტენციური ინვესტორები ქართულ კომპანიებს დაუკავშირდებიან:
“პირველი ქართული ბიზნესპორტალი GrowGeorgia საშუალებას მისცემს საქართველოში მოქმედ ბიზესკომპანიებს, განათავსონ ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის და საინვესტიციო პროექტების შესახებ. ჩვენი კომპანია კი უზრუნველყოფს პორტალის პოპულარიაზაციას გერმანიასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში. კომპანია ინვესტორებს მსოფლიოს მასშტაბით მოიძიებს.”
GrowGeorgia–ს მართვას ორივე პარტნიორი კომპანია, EMC–ის (შეფასებისა და მენეჯმენტის კონსალტინგი) და SCS –ი განახორციელებს: “SCS– ს აქვს ევროპის მრავალ ქვეყანაში 50 საინვესტიციო პროექტის განხოციელების გამოცდილება, ხოლო EMC–ი წარმოადგენს GrowGeorgia–ს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. კომპანია უზრუნველყოფს კონტაქტს ქართველ ბიზნესპარტნიორებთან, ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან” –ამბობს ნინო სააკაშვილი.
EMC–ის (შეფასებისა და მენეჯმენტის კონსალტინგის) წარმომადგენლის ინფორმაციით, ვებპორტალზე რეგისტრაცია და განცხადების განთავსება კომპანიის შესახებ 100 ევრო ეღირება. ვებპორტალს აქვს ინვესტორების 23 000 –იანი სია და ქართულ კომპანიას ბიზნესპარტნიორის მოძიებაში დაეხმარება.