ახალი ამბები

ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულ სამ პირს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

3 აპრილი, 2018 • 1297
ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულ სამ პირს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული სამი პირი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  2017  წლის 19 ივნისს,  დაახლოებით 10:15 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული 3 პირი  ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე ყაჩაღურად თავს დაესხა  ს.ს ნოვა ტექნოლოჯის თანამშრომლებს, რომლებსაც სააქციო საზოგადოების თანხა გადაჰქონდათ, და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ს.ს ნოვა ტექნოლოჯის კუთვნილ “რენო-კლიოს” მარკის ავტომანქანას და  101 442 ლარის ოდენობით თანხას.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები  2017  წლის 22 ივნისს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “გ“ და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი