ახალი ამბები

ილონ მასკის Space X-მა უპრეცედენტო რაოდენობის სატელიტების გაშვების უფლება მოიპოვა

1 აპრილი, 2018 • 3680
ილონ მასკის Space X-მა უპრეცედენტო რაოდენობის სატელიტების გაშვების უფლება მოიპოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ 29 მარტს დააკმაყოფილა ილონ მასკის განაცხადი, რომლის თანახმადაც მისი კერძო კომპანია, რომელიც SpaceX-ის სახელითაა ცნობილი, 4 425 სატელიტს გაუშვებს და ფართოზოლოვან სატელიტური სერვისით უზურუნველყოფს ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს.

ამჟამად კოსმოსში 1 419 სატელიტი მუშაობს, 2 600 სატელიტი კი, რომელიც კოსმოსშია გაშვებული, მწყობრიდან გამოსულია. სატელიტების ის რაოდენობა, რის გაშვებაზეც უფლება ილონ მასკმა მიიღო, უპრეცედენტოა.

“ეს არის პირველი დადასტურება, რომლის თანახმადაც ამერიკული ლიცენზიის მფლობელი სატელიტური თანამგზავრების ერთობლიობა უზრუნველყოფს ფართოზოლოვან სერვისს ახალი თაობის სატელიტური ტექნოლოგიებით. SpaceX-მა შემოგვთავაზა სატელიტური სისტემა, რომელიც 4 425 სატელიტისგან შედგება და გამოიყენებს 20/30 გიგაჰერცისა და 11/14 გიგაჰერცის სიხშირეებს იმისთვის, რომ ინტერნეტის გლობალური ქსელი შეკრას”,- ნათქვამია განცხადებაში.

იმისთვის, რომ დედამიწაზე უკეთეს ინტერნეტი იყოს, ილონ მასკის კომპანია Space X  -მა 2019 წლისთვის ორბიტებზე სატელიტების გაშვების შესახებ განაცხადა. მასკის გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში  კოსმოსში 4 425 სატელიტი უნდა გაუშვან, რომელიც 83 ორბიტულ ველზე იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი