ამის შესახებ დღეს “თბილისი მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე “რუსთავის ფოლადის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას პატარკაციშვილების ოჯახი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ “რუსთავის ფოლადთან” დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს:

“თანაინვესტირების ფონდში 300 მილიონი დოლარის კაპიტალით შევიდა პატარკაციშვილების ოჯახი. ამ პროცესში მე ვიყავი ჩართული. თუ სასამართლო პროსესი ასე წარიმართა და ჩვენ ვერ გავარკვიეთ, რა მოხდა მაშინ, ინვესტირებას შევაჩერებთ. ახლა ვართ თანაინვესტირების ფონდში და იმედი გვაქვს გავაგრძელებთ ინვესტირებას.”
თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავის ფოლადთან” დაკავშირებით პატარკაციშვილების ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ოჯახი სარჩელის შეტანას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პატარკაციშვილების ოჯახმა ტელეკომპანია “იმედი”, “მთაწმინდის პარკი” დაიბრუნა. რაც შეეხება “რუსთავის ფოლადს”, კომპანიაში ოჯახის მიერ დაქირავებული მენეჯმანტი 2011 წელს შევიდა.







