ევროპის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სკოლაში სწავლის დაფინანსების მიზნით, 16-17 წლის ახალგაზრდებისთვის 2018-2019 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამა არის გამოცხადებული.
სტიპენდია საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB Diploma Programme) ორწლიანი პროგრამისა და განთავსების ხარჯების დაფინანსებას მოიცავს.
ხელმისაწვდომია ოცდაათამდე სტიპენდია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი ქვეყნის – აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენელი 16-17 წლის ახალგაზრდებისათვის.
ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლა საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებითი იქმნება, რომელიც პირველ ეტაპზე, კერძო სკოლის – “ახალი სკოლა” ბაზაზე იმუშავებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი, საქართველოს დროით 12:00 სთ.
პროგრამის შესახებ უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.
