ახალი ამბები

სასულიერო პირებმა დამასკოს ალყაშემორტყმულ მოსახლეობას ძაღლის ხორცის ჭამის უფლება მისცეს

16 ოქტომბერი, 2013 • • 1445
სასულიერო პირებმა დამასკოს ალყაშემორტყმულ მოსახლეობას ძაღლის ხორცის ჭამის უფლება მისცეს

გავრცელებულ ვიდეოში მუსლიმი სასულიერო პირები ამბობენ, რომ შიმშილის თავიდან ასაცილებლად ადამიანებს შუძლიათ კატის, ძაღლის და მაიმუნის ხორცი ჭამონ. 

 

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ანგარიშის ფონზე გავრცელდა, რომლის თანახმადაც- ალყაშემორტყმულ, მეამბოხეების მიერ აღებულ დამასკოს რაიონში, მუადამიაში შიმშილობენ. 

 

დახმარების სააგენტოებმა ხელისუფლებას მოუწედეს ჰუმანიტარული მარაგი დაუშვას აღნიშნულ ადგილზე, სადაც ძალიან ბევრი მაცხოვრებელი უბრალოდ ხაფანგში აღმოჩნდა. ასობით მოქალაქემ შეძლო კვირის ბოლოს მუადამიადან გაქცევა, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს. 

 

ვიდეოშეტყობინება მუსლიმურ დღესასწაულს – ყურბან ბაირამს დაემთხვა, რომელიც ჩვეულებრივ დროს ლხინს უკავშირდება. ზოგიერთი სასულიერო პირი, ის, ვინც გუტაში (დამასკოს ერთ-ერთი რაიონი) დარჩა, ისლამის მიხედვით, ხორცს ადამიანისთვის საჭმელად უვარგისად განიხილავს. 

 

სასულიერო პირების განცხადებით, გზავნილი – ეს არის ყვირილი მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ დახმარებას ითხოვენ და თუ სიტუაცია გაუარესდა, ცოცხლად დარჩენილებს გარდაცვლილების ჭამა მოუწევთ.  

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასულიერო პირები ასეთ შეტყობინებებს გზავნიან. მსგავსი რელიგიური ბრძანებები გამოცხადდა ჰომსში და ალეპოში, როცა აღნიშნულ ქალაქებში მდგომარეობა მწვავე იყო. 

 

დახმარების სააგენტოები აცხადებენ, რომ ადგილის საკვებით მომარაგება ისეთივე პრიორიტეტული საკითხია, როგორც სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პროგრამა. 

 

ორგანიზაციის “ექიმები საზღვრებს გარეშე” გენერალურმა დირექტორმა კრისტოფერ სთოუქსმა აბსურდული უწოდა სიტუაციას, სადაც ქიმიური იარაღის ინსპექტორებს თავისუფლად შეუძლიათ ტერიტორიაზე გადაადგილება განსაკუთრებული საჭიროების შემთვევაში, როცა დამხმარეების გადაადგილება აკრძალულია. 

 

ასობით ადამიანი დაიღუპა სირიაში  21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად. ინსპექტორებმა ვერ განსაზღვრეს, ვინ არის პასუხისმგებელი, თუმცა მეამბოხეები და მთავრობა ერთმანეთის ადანაშაულებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი