ახალი ამბები

ივანიშვილი: 200-ზე მეტი საწარმო დაფინანსდა

14 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: 200-ზე მეტი საწარმო დაფინანსდა

ივანიშვილმა “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი საწარმოების გახსნაში გულისხმობდა საწარმოებისთვის ხანგრძლივი კრედიტების(0-3%) მიცემას. 

 

“შეიძლება გრანტად ჩაითვალოს, ისეთ პირობებში ვაძლევთ სესხებს,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

“პირველი არხის” ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაესახელებინა 5 ახლად დაფინანსებული საწარმო, ივანიშვილმა პასუხის გაცემა არ ისურვა. მისი თქმით, ამ ინფორმაციის მიღება სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არის შესაძლებელი.

 

“ჯერ საბანკო ფული შევქმენით, კომერციული ბანკების მიღმა არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. თანხები მოვიძიეთ, რა ტიპის ქარხნები უნდა ყოფილიყო, ამაზე დრო დაიხარჯა, შემდეგ ბიზნესმენების გაცნობიერება, მოსვლა, გაფორმება ამის. გაცემულია ეს კრედიტები, ძალიან ბევრი საწარმო გადახდილი და დაფინანსებულია. საწარმოს შემდეგ სჭირდება დაკვეთა. საწარმო ერთ კვირაში არ მზადდება,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საშუალო და მცირე ქარხანა ერთ თვეში არ ამუშავდება, მინიმუმ სამი თვე, მაქსიმუმ ერთი წელი სჭირდება, რომ დაფინანსებული საწარმოები ამუშავდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი