ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ცვლილება 10 ოქტომბრის თარიღითაა ასახული საჯარო რეესტრში. ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის მიხედვით, კრებას, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, ესწრებოდნდნენ საბჭოს წევრები- ნანა პატარკაციშვილი და მზია თოთლაძე, ხოლო ინა გუდავაძისა და ლიანა ჟმოტოვას ნაცვლად ოქმს ხელი მათმა იურიდიულმა წარმომადგენლებმა კობა კვანტალიანმა და ლაშა ბირკაიამ მოაწერეს.
ტელეკომპანია “იმედის” გენერალურ დირექტორად რევაზ საყევარიშვილი მეორედ დაინიშნა. საყევარიშვილმა ეს თანამდებობდა მას შემდეგ დაიკავა, რაც ტელევიზია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიბრუნა. თუმცა 2013 წლის მარტში საყევარიშვილი დენ ბეიტსმა შეცვალა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2013 წლის 3 ოქტომბერს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის და „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები წევების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბეითსი კვლავაც განაგრძობს „ტელეიმედთან“ თანამშრომლობას, როგორც ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.







