კოსოვოს პარლამენტში კენჭისყრის ჩაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

კოსოვოს პარლამენტში პარლამენტის წევრების ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა კენჭისყრის ჩაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით,  პარლამენტის წევრები მონტენეგროსთან საზღვირის დადგენის საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღებაზე მსჯელობდნენ, როდესაც სამი ცრემლსადენი გაზი ისროლეს.

კანონპროექტით მონტენეგროსთან საზღვრის შესახებ შეთანხმება ხდება, თუმცა მოწინაღმდეგე მხარე ამბობს, რომ ცვლილებების მიხედვით, მონეტენეგროსთან მიწა უკანონოდ ნაწილდება. კანონპროექტს დასამტკიცებლად 120 დეპუტატიდან 80-ის მხარდაჭერა სჭირდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ულტრანაციონალური პარტიიდან მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო  ცვლილებით კოსოვო 78  კვ კმ-ს კარგავს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.