ახალი ამბები

სსფ: საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 5%–მდე გაიზრდება

11 ოქტომბერი, 2013 •
სსფ: საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 5%–მდე გაიზრდება

“საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელების მიზეზია შემცირებული ინვესტიციები და კრედიტები. ასევე, ეკონომიკური ზრდის შემცირება გამოწვეულია საბიუჯეტო თანხების ეკონომიური ხარჯვით. ფინანსური სახსრების დაზოგვამ ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია, ამიტომ მთავრობამ პრიორიტეტი პროდუქტიულ ხარჯვას უნდა მიანიჭოს, რათა მოთხოვნა წაახალისოს”, – ნათქვამია “2013 წლის ეკონომიკური პროგნოზში”, რომელიც სსფ-მ ვებგვერდზე 10 ოქტომბერს გაავრცელა.

საერთასორისო სავალუტო ფონდი
საერთასორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2014  წელს 5%-ს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი ჩადებულია 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტშიც. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო მშპ-სთან მიმართებაში წელს 5%-ით შემცირდება და – 6,5%ს მიაღწევს.

 

სავალუტო ფონდის პროგნოზით, უმუშევრობის დონე საქართველოში გასულ წელთან შედარებით 2013 წელს 1,7%-ით გაიზრდება და 16,7%-ს მიაღწევს.

 

2014  წლისთვის სსფ საქართველოში უმუშევრობის 17,3%-მდე გაზრდის პროგნოზს აკეთებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი