ახალი ამბები

კოკა ყანდიაშვილი: მიშას ჰქონდა განცდა, რომ ყველაფერი უნდა აკონტროლოს

10 ოქტომბერი, 2013 •
კოკა ყანდიაშვილი: მიშას ჰქონდა განცდა, რომ ყველაფერი უნდა აკონტროლოს

“პრემიერი მიცნობდა. ივანიშვილმა გამიწია რეკომენდაცია, ის მიცნობდა ეკრანიდან. იქ მუშაობდა ძალიან ბევრი ნაცნობი. ნონა მუშაობდა” – განაცხადა ყანდისვილმა ტელკომპანია “მაესტროს” თოქშოუ “სუბეტურ აზრში” სტუმრობისას. 

 

ყანდიაშვილის თქმით, მას წარმატებული კარიერა ჰქონდა და უცებ, 2003 წელს შეიცვალა ხელისუფლება: ” მათ შორის ჩემი მონაწილეობითაც და უცბად. მითხრეს, რომ შენ იყავი ყველაზე ცუდი და ჩვენ გავაკეთებთ შენზე უკეთესს. გააკეთეს უფრო უარესი. მგონი, ვერც ერთი ვერ შეადარებს შევარდნაძის დროინდელ თავისუფლებას და სააკაშვილის დროინდელ თავისუფლებას მედიაში. მე მაშინ ვთქვი, რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება და კოკა ყანდიშვილს ებრძოდა. ახლა ყველა არხზე არიან ყანდიშვილები, რომლებსაც ისინი ებრძოდნენ. ეს იყო უარყოფით კონტექსტში ნათქვამი. მე არ მიმაჩნია, რომ ცუდი ჟურნალისტი ვიყავი, ან ვარ. მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი ჟურნალისტი ვიყავი, ვარ და კიდევ ვიქნები. და მექნება კარგი კარიერა. დღეს რასაც ვაკეთებ, ვცდილობ, რომ კარგად გამომივიდეს, პრინციპში. მომწონს, მაგრამ სიამოვნებით ვიმუშავებდი არა იქ, არამედ სხვაგან. სატელევიზიო წრეებში მე უფრო ცნობილი ვიყავი როგორც პროდიუსერი. როგორც ბევრი პროექტების შემქმნელი. მთელი ცხრა წლის განმავლობაში უნდა გეთქვა, რომ კოკა ყანდიაშვილი არის საშინელება, შევარდნაძის რუპორი “– განაცხადა ყანდიაშვილმა. 

 

ყანდიაშვილის თქმით, ის პირველად მუშაობს ადამიანთან, როემლიც ეუბნება, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მედიაში ხელის ფათური: “სხვებს ჰქონდათ სხვა განცდა. შევარდნაძეს, მიშას. 2003 წელია, დეკემბერია, მიშა ხდება პრეზიდენტი. მითხრა, წავიდეთ ტაილანდურ რესტორანშიო და იქ შემომთავაზა, რომ მიხედე საქმეს და მედია მთლინად გადაიბარეო. მე ვუთხარი, შენ პრეზიდენტი ხდები, ზურა- პრემიერი და ნინო -პარლამენტის თავმჯდომარე, და კიდევ მე უნდა მამუშავო -მეთქი? და მან ეს მიიღო მტკივნეულად, რომ როგორ, და ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა. მიშას ჰქონდა განცდა, რომ ყველაფერი უნდა აკონტორლოს. შევარდნაძეს ჰქონდა ეს განცდა სახელმწიფო ტელევიზიისადმი. ივანიშვილს საერთოდ არ აქვს განცდა, რომ მედიასთან უნდა ჰქონდეს ცუდი ურთიერთობა.  ეს არის საზოგადოებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მეოთხე ხელისუფლებაა და  შემდეგ მაქსიმალურად შეეცდება, როცა ამ პოსტს დატოვებს, გააძლეროს ეს სექტორი.” 

 

ყანდიაშვილის თქმით, ჟურნალისტების ნაწილი ხელოვნუარდ ცდილობს ივანიშვილი წარმოადგინოს ისეთ უბრალო ადამინად, რომელთანაც კოკა მივიდეს და უთხრას, ეგებ ასეთი შთაბეჭდილება შეგიქმნათ მედიაზე: “მინდა გითხრათ, რომ მე ვმუშაობ ძალიან ნიჭიერ ადამინათან. ყოველი ურთიერთობა მასთან არის ერთგვარი გაკვეთილი. მასთან ვმუშაობ მეცხრე თვეა, არ ყოფილა პრინციპში შემთხვევა, როცა მე შინაგანად არ ვეთანხმები გადაწყვეტილებას ამა თუ იმ თემაზე.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი