საიას ინფორმაციით, სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომლითაც გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 6 სექტემბრის დადგენილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და გაცდენილი დღეების სანაცვლოდ ანაზღაურების მიღებას ითხოვს. მეორე სარჩელით კი ბარათაშვილი ითხოვს სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 12 სექტემბრის სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
“მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსი.
საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩანიშნულია 2013 წლის 23 ოქტომბერს, 16:00 საათზე”, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.








