ახალი ამბები

კენიაში ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის ბოლო მამრი ეგზემპლარი მოკვდა

20 მარტი, 2018 • 1640
კენიაში ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის ბოლო მამრი ეგზემპლარი მოკვდა

ხანგრძილივი ავადმყოფობის შემდეგ, კენიაში ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის ბოლო მამრი ეგზემპლარი მოკვდა. ამის შესახებ BBC წერს.

მედიასაშუალების თანახმად, ექიმებმა მარტორქის ევთანაზიის გადაწყვეტილება ორშაბათს მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დღეებში ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასაკის მატებასთან ერთად საგრძნობლად გაუარესდა. 45 წლის სუდანის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოში მხოლოდ ორი თეთრი ჩრდილოეთის მარტორქა დარჩა, თუმცა ორივე მათგანი (სუდანის შვილი და მისი შვილიშვილი) მდედრია. ჯიშის გადარჩენა ინვიტრო (ხელოვნური)  განაყოფიერების იმედზეა დარჩენილი.

45 წლის სუდანს, რომელიც “ადამიანური წლებით” 90 წლის იყო, კუნთებისა და ძვლების დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისთვის სიარული ტკვილის მომტანი იყო. მისი ცხოვრების ბოლო 24 საათში ფეხზე დადგომა არ შეეძლო.  თეთრი მარტორქა სუდანი კენიაში, ოლ პეიეტას ნაკრძალში ცხოვრობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი