ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ინდმეწარმე ფალსიფიცირებულ ყავას ქვეყნის მასშტაბით ყიდდა

20 მარტი, 2018 • 1449
საგამოძიებო სამსახური: ინდმეწარმე ფალსიფიცირებულ ყავას ქვეყნის მასშტაბით ყიდდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათი თქმით, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შერევით, აწარმოებდა ვითომდა ნატურალურ ყავას, რომელიც შემდეგ საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებში გაჰქონდა.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი