როგორც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა შეხვედრის მიზანია საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც, ჭირაქაძის თქმით, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია.
“პარლამენტს, როგორც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებასა და გაუმჯობესებაში. მნიშვნელოვანია არსებობდეს კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმები ბიზნესთან, რადგან კანონმდებლებს გააჩნდეთ ინფორმაცია ბიზნესის საჭიროებების და ხედვის შესახებ”– გაnაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
უსუფაშვილის ბიზნესთან შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა შეხვედრის დასაწყისში უსუფაშვილმა მედიასთან ბიზნესის და ხელისუფლების ურთიერთობაზე ისაუბრა:
“ურთიერთობა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთულესი თემაა. ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ყველამ. ჩვენ ამ ურთიეღთობის ტრადიციები არ გვაქვს და ის, რაც გვაქვს, მათი უმრავლესობა დასავიწყებელია. ერთად გვაქვს მოსაფიქრებელი და სამსჯელო ახალი ტრადიციების შესახებ”– განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული უნდა გახდეს, მეტი ეფექტის მისაღწევად. აქვე უსუფაშვილი აცხადებს, რომ როცა თებერვალში პარლამენტი თბილისში გადმოვა, ეს თანამშრომლობა უფრო მჭიდრო იქნება.







