ნეტგაზეთი | თბილისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა თბილისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა – Netgazeti

თბილისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძრის შედეგად 80 წლის კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მოსკოვის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აღნიშნული პირი ცხოვრობდა, სულ 2-3 კვადრატული მეტრი დაიწვა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი  და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან