ახალი ამბები

თაბუაშვილი: ობლიგაციების გამოშვება საჭიროა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად

9 ოქტომბერი, 2013 •
თაბუაშვილი: ობლიგაციების გამოშვება საჭიროა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტში ვალის დასაფარად 692 მილიონი ლარია გათვალისწინებული:

 

“როგორც 2013 წლის, ასევე 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები ვალის მომსახურების და ძირითადი თანხის დასაფარად. 2014 წელს ამ მიმართულებით დაგეგმილია 692 მილიონი ლარის დაფინანსება, წლევანდელ წელს ეს იგეგმებოდა 622 მილიონი ლარის ფარგლებში და 2012 წელს ეს იყო დაახლოებით 227 მილიონი ლარი. როგორც ხედავთ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ჩვენი ბიუჯეტის პირობებში არცთუ ისე პატარა თანხაა. მათ შორის დიდი ნაწილი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანხის დაფარვა, დაახლოებით 360 მილიონი ლარის ფარგლებში.”

 

მისივე განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად ფასიან ქალღადებს და ობლიგაციებს სახელმწიფო გაზრდილი რაოდენობით გამოუშვებს:

 

“სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების გამოშვება, ისევე, როგორც წინა წლებში, იგეგმება 2014 წელსაც, თუმცა გაზრდილი მოცულობით. ეს, ერთი მხრივ, საჭიროა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად და ასევე საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი