2014 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დეპუტატებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა გააცნო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის გარკვეულ პარამეტრებთან დაკავშირებით დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდათ, რასაც შემდგომი მოსმენების დროს დააზუსტებენ:
“საინტერესო განხილვა იყო. დავსვით კითხვები საგარეო ვალთან დაკავშირებით. მივიღეთ პასუხი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იწყებს აქტიურ მოქმედებას, რათა ვალი იქნას გასტუმრებული. გარკვეულია უკვე პარამეტრები, რომელ ორგანიზაციებთან დაკავშირებით გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები. იყო საუბარი კონკრეტულ უწყებებზე, ვეცადეთ მეტი კითხვა დაგვესვა საგარეო საქმეთა სამინისტროზე, ბატონ ალექსი პეტრიაშვილის უწყებაზე, დიასპორების სამინისტროსთან დაკავშირებით. გვქონდა შენიშვნები. იქ არის პარამეტრები, სადაც არის კლება, ზოგიერთი იგივე დონეზეა, ამიტომ ჩვენ გვექნება კიდევ განხილვა. დავუტოვეთ კონკრეტული შენიშვნები და შემდგომ მოსმენებზე დავაზუსტებთ.”
ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგ მოსმენებზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში გამოცხადდებიან:
“იმედია, რომ შემდეგ განხილვებზე ამ უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან განხილვას. ჩვენ ველით ჩვენს კოლეგებს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რომ უფრო აქტიურები გახდნენ, ვინაიდან ეს მათ ბიუჯეტს ეხება და ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით მათ მხარი დავუჭიროთ.”
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ამბობს:
“კარგი ბიუჯეტია, ადეკვატური ბიუჯეტია, რეალური ბიუჯეტია, იმ დაპირებების პარალელურად, რომელიც გასცა “ქართულმა ოცნებამ”. სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტია და სწორია ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება ხალხის პირობების დაკმაყოფიელბა. იყო საუბარი, რომ ბიუჯეტთთან მიმართებაში მეტი კომუნიკაცია შეიძლება გვქონდეს კონკრეტულ უწყებებთან, ეს აბსოლუტურად მართებულია. იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რაც კლებასთან დაკავშირებით გამოითქვა კონკრეტულ უწყებებთან მიმართებაში, მე ვფიქრობ, გაეცა პასუხი მთავრობის წარმომადგენლის მიერ”.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



