ახალი ამბები

ეგზიტპოლის შედეგებით, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინია

18 მარტი, 2018 • 3498
ეგზიტპოლის შედეგებით, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინია

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული პირველადი შედეგებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა, რომელიც საპრეზიდენტო ვადას უკვე მეოთხედ შეუდგება.

წინასწარი ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

  • ვლადიმერ პუტინი – 73,9 %;
  • პაველ გრუდინინი – 11,2 %;
  • ვლადიმერ ჟირინოვსკი – 6,7 %;
  • ქსენია სობჩაკი – 2,5 %;
  • გრიგორი იავლინსკი – 1,6 %;
  • ბორის ტიტოვი – 1,1 %;
  • სერგეი ბაბურინი – 1 %;
  • მაქსიმ სურაიკინი – 0,6 %.

რუსეთში ყველა საარჩევნო უბანი უკვე დახურულია. რუსეთის მოქალაქეები ახლა მხოლოდ სხვა ქვეყნებში აგრძელებენ ხმის მიცემას. ამ ეტაპზე ხმების 22 პროცენტია დათვლილი.

დღეს, 18 მარტს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ვლადიმერ პუტინს, რომელიც რუსეთს უკვე 18 წელია მართავს, სერიოზული კონკურენტი არც წლევანდელ არჩევნებზე ჰყოლია. მის ერთ-ერთ კონკურენტ ალექსეი ნავალნის, რომელიც პუტინის კორუფციულ რეჟიმს წლებია აკრიტიკებს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა.

2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 33 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აღნიშნული ფაქტი დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

მასალების გადაბეჭდვის წესი