ახალი ამბები

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, დაშავებულია 10-მდე ადამიანი [ვიდეო]

16 მარტი, 2018 • 5964
გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, დაშავებულია 10-მდე ადამიანი [ვიდეო]

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, სასწრაფოს ცნობით, დაშავებული არის ათამდე ადამიანი.

სასწრაფოს ცნობით, ადგილზე მუშაობს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 3 ბრიგადა.

პირველადი მონაცემებით, დაშავებულების დაზიანებები საშაულო სიმძიმისაა.

“10-მდე ადამიანს გაეწია პირველადი სამეციდინო დახმარება, სასწრაფო დახმარების სამი ეკიპაჟი მუშაობდა შემთხვევის ადგილზე. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ეკიპაჟებმა დაშავებულები გადაიყვანეს ამბულატორიაში. თბილისიდან გაგაზავნილია რეანომობილი იმისათვის, რომ თუ საჭირო გახდება, პაციენტები გადმოვიყვანოთ. საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ დაშავებულებს,”- განუცხადეს ნეტგაზეთს სასწრაფოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი