ახალი ამბები

“ოქროს წვიმა” რუსეთში – თვითმფრინავიდან ოქროს ზოდები გადმოცვივდა

15 მარტი, 2018 • 10539
“ოქროს წვიმა” რუსეთში – თვითმფრინავიდან ოქროს ზოდები გადმოცვივდა

რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქ იაკუტსკის აეროპორტიდან აფრენისას იმ თვითმფრინავის სატვირთო განყოფილება დაზიანდა, რომელსაც ათ ტონამდე ოქრო, ბრილიანტი და პლატინა გადაჰქონდა. ტვირთის საერთო ღირებულება 368 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.

ოქროს წვიმა რუსეთში. ფოტო: The Siberian Times

ოქროს წვიმა რუსეთში. ფოტო: The Siberian Times

The Siberian Times-ის ცნობით, Nimbus Airlines-ის სატვირთო თვითმფრინავს ოქროს მომპოვებელი რეგიონიდან ძვირფასი ტვირთი  გადაჰქონდა, კარის დაზიანება კი არასწორად დაფიქსირებულმა ტვირთმა გამოიწვია. შედეგად, ჯერ კიდევ ასაფრენ ბილიკზე გადმოცვივდა ოქროსა და პლატინის ზოდები. თითოეული ოქროს ზოდის წონა 20 კილოგრამია. ასაფრენი ბილიკის გარდა, ოქროს ზოდები მიმდებარე დასახლებებშიც ჩამოცვივდა. ეკიპაჟმა თვითმფრინავის დასმა სხვა, ახლომდებარე აეროპორტში მოახერხა.

ოქროს წვიმა რუსეთში. ფოტო: The Siberian Times

ოქროს წვიმა რუსეთში. ფოტო: The Siberian Times

რუსი სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმები მილიონობით დოლარის ღირებულების ოქროს ზოდებს, ბრილიანტებსა და პლატინას მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროსაც ეძებენ. იაკუტსკში ამჟამად ყინვა -25 გრადუსს აღწევს ცელსიუსით.

მასალების გადაბეჭდვის წესი