15 მარტიდან ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საგაზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 4-წლამდე ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 5,9%-დან 11,9%-მდე (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 11,45%-დან – 14,99%-მდე).
აქციის პირობების თანახმად სესხის განაკვეთი დამოკიდებულია ვადაზე, რაც ნაკლებია ვადა, მით ნაკლებია პროცენტი. აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე.
სესხებზე საგაზაფხულო აქციის პირობები მოქმედებს 15 აპრილამდე.