ახალი ამბები

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 მარტი, 2018 • 1033
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობის  ჩადენაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაცით, ბრალდებულმა 2017  წლის 28 ივლისს, დაახლოებით 5 საათიდან 7 საათამდე პერიოდში, რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით ავტომანქანა იქირავა.

“მიიყვანა ის სოფელ აგთაკლიის ერთ-ერთი უბნის  ჩიხში, სადაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შ.ს-ს გასტაცა თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი