ახალი ამბებიტექნოლოგიები

გუგლი კრიპტოვალუტების რეკლამებს დაბლოკავს

14 მარტი, 2018 • 4063
გუგლი კრიპტოვალუტების რეკლამებს დაბლოკავს

“გუგლი” კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის რეკლამებს დაბლოკავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი ახალი პოლიტიკის მიხედვით, ირკძალება სარეკლამო შეთავაზებების განთავსება, რომლებიც ფინანსურ რისკებს შეიცავს. ცვილლებები ძალაში 2018 წლის ივნისში შევა.

მაგალითისთვის, იმ შემთხვევაში, თუ გუგლის საძიებო სისტემაში სიტყვა “bitcoin-ს” ჩაწერთ, გუგლი ივნისიდან აღარ გიჩვენებთ სარეკლამო ბმულს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საზიანო რეკლამებისგან მომხმარებლების დაცვა მათი მთავარი პრიორიტეტია. “გუგლში” ამბობენ. რომ დაბლოკავენ სხვა, ფინანსური რისკის შემცველ პროდუქციასაც,

“გუგლი” ინტერნეტში ციფრული რეკლამის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. ცვლილებები გავრცელდება როგორც გუგლის მფლობელობაში მყოფ Youtube-ზე, ასევე ვებ-გვერდზებზე, რომლებზეც სარეკლამო სივრცეს “გუგლი” ყიდის.

მანამდე, მსგავსი ცვლილება სოციალურ ქსელ ფეისბუქზეც განხორციელდა. იანვრიდან სოციალურ ქსელში კრიპტოვალუტების რეკლამირება აიკრძალა, თუმცა, როგორც “ბლუმბერგი” წერდა, კტიპტოვალუტის რეკლამის დამკვეთებმა ალტერნატიული გამოსავალი იპოვეს და Bitcoin-ის დასახელებაში O ჩაანაცვლეს ნულით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი