ახალი ამბები

საპატრიარქო “უმაღლესი იერარქის მიმართ მოსალოდნელი პროვოკაციის” შესახებ საუბრობს

14 მარტი, 2018 •
საპატრიარქო “უმაღლესი იერარქის მიმართ მოსალოდნელი პროვოკაციის” შესახებ საუბრობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, საპატრიარქოს წინააღმდეგ დისკრედიტაციის ტალღის აგორება იგეგმება და არ არის გამორიცხული, ის უმაღლეს იერარქსაც შეეხოს.

საპატრიარქოში არ გამორიცხავენ,  რომ ამ მიზნისთვის სასულირო პირებიც იყვნენ გამოყენებულნი:

„დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი” – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი