ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოში 10 ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია

14 მარტი, 2018 • 5760
საქართველოში 10 ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე კომპანიების შესახებ წინასწარ ინფორმაციას ავრცელებს.

10 კომპანია, რომელსაც 2017 წელს ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდა (კომპანიები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის

ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში
სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი
სს ენერგო-პრო ჯორჯია
შპს მარსი
შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი
შპს სოკარ ჯორჯია გაზი
შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
შპს სუპერბეთი 2014
შპს ჩემპიონები 111
შპს ჯორჯიან მანგანეზი

ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში – თურქეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალია საქართველოში.

სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი – იგივე ესკო 2006 წლიდან ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტს ახორციელებს.  ესკოს საშუალო წლიური ბრუნვა, კომპანიის ინფორმაციით, 500 მლნ. ლარს აღემატება. კომპანიის ცნობით,  აქციათა 100% პროცენტი სს „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაა, რომელიც მთლიანად მართვის უფლებით გადაცემული აქვს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

შპს მარსი –  აზარტული თამაშების ბიზნესში მოღვაწე კომპანია crystalbet-ია.

შპს ჩემპიონები 111 – აზარტული თამაშების კომპანია Europe-bet-ია. საჯარო რეესტრის თანახმად, Europe-bet-ის 100% წილის მფლობელი  Betsson Perch Investments AB-ია (შვედეთი).

შპს სუპერბეთი 2014 -საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი აზარტული თამაშების ბიზნესში მოღვაწე კომპანია ლიდერბეთია.

შპს ჯორჯიან მანგანეზი –  კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შ. პ. ს ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია, რომელიც  ლუქსემბურგშია რეგისტრირებული. კომპანიის ინფორმაციით, მაღალი და საშუალო ხარისხის   სილიკომანგანეზს აწარმოებს. მათივე ცნობით, მოპოვებითი სამუშაოები ხორციელდება შვიდ საბადოსა და რვა კარიერზე.

სს ენერგო-პრო ჯორჯია – „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას. კომპანია ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. ენეტგო-პროს ინფორმაციით, კომპანია 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურს ფლობს.

შპს სოკარ ჯორჯია გაზი – კომპანიის ძირითად ფუნქციას ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა, მოსახლეობის გაზმომარაგებით უზრუნველყოფა; ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია წარმოადგენს.


შენიშვნა:  სია არ მოიცავს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საფინანსო საწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი