ახალი ამბები

კვლევა: 80% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო ნატოში – 79%

4 ოქტომბერი, 2013 •
კვლევა: 80% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო ნატოში – 79%

 

 ზემოხსენებული კვლევა “გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩს” პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუკვეთა:

 

“27 ოქტომბირის არჩევნების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა“ (Greenberg, Quinlan, Rosner Research) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ინტერვიუები ჩატარდა 2013 წლის 15-21 სექტემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და მოიცავდა 1,204 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის ცდომილების ხარისხი შეადგენს +/-2-3 პროცენტს. გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს საზოგადოების ევრო-ატლანტიკური მისწრაფება უცვლელია. გამოკითხვა ნათელს ფენს წინასაარჩევნო კომპანიაში არსებულ ვითარებას, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმება, ქვეყნის განვითარების ვექტორი. იმედია, ეს კვლევა ხელს შეუწყობს უფრო ინფორმირებულ დისკუსიას წინასაარჩევნო პერიოდში”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი