ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ავრცელებენ.

“სინანულით გვინდა განვაცხადოთ, რომ ბატონი დენ ბეითსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებულია შეწყვიტოს საქმიანობა „ტელეიმედის“ გენერალური დირექტორის პოსტზე. თითოეული ჩვენგანი – ერთი მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის და „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და, მეორე მხრივ, ბატონი ბეითსი მივიჩნევთ, რომ დენ ბეითსის მიერ „ტელეიმედში“ გატარებულმა დრომ შეუფასებელი გამოცდილება შესძინა ახლად დაბრუნებული „ტელეიმედის“ პირველი წლის საქმიანობას. ამასთან დავძენთ, რომ ბატონი ბეითსი კვლავაც განაგრძობს „ტელეიმედთან“ თანამშრომლობას, როგორც ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.”







