ახალი ამბები

ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

13 მარტი, 2018 • 1201
ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, ბ.ა-მ ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ მიჰყიდა “ტეტრაჰიდროკანაბინოლის” შემცველი ნარკოტიული საშუალება. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“ტეტრაჰიდროკანაბინოლი” არის ნივთიერება, რომელსაც მარიხუანა შეიცავს, თუმცა უცნობია, ბრალდებულს კონკრეტულად რა ფორმით ჰქონდა ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი