ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში დიდი ოდენობით ყალბი 100-ლარიანების გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამეგრელოს რეგიონში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღებაზე (სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.