გურამიშვილის გამზირზე, “ევროპის უნივერსიტეტის” ეზოში ქარმა ხე წააქცია. მომხდარის გამო არცერთი სტუდენტი არ დაშავებულა, ვინაიდან უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, 9-10 მარტს, შესაძლოა, ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას.