ახალი ამბები

სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა

6 მარტი, 2018 •
სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა

სირიაში, ხმეიმის ავიაბაზაზე დაშვებისას, რომელსაც ამ დროისთვის რუსეთი მართავს, რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ Meduza წერს.

გამოცემის თანახმად, თვითმფრინავის ბორტზე 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკამდე 500 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა რუსეთის დროით 15 საათზე მოხდა.

Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს თვითმფრინავის ჩამოვარდნას და განმარტავს, რომ თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ, ხოლო მომხდარის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შეიქმნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი