ახალი ამბები

ქრთამის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსკოველი ექიმი პაციენტს ფეხის მოჭრით დაემუქრა

6 მარტი, 2018 • 1497
ქრთამის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსკოველი ექიმი პაციენტს ფეხის მოჭრით დაემუქრა

მოსკოვში ექიმი პაციენტს ფეხის მოჭრით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ის 100 ათასს რუბლს (4 300 ლარი) არ გადაუხდიდა. ამის შესახებ Life წერს.

გამოცემის თანახმად, პაციენტს, რომელსაც ძვლის ავთვისებიანი სიმსიმვნე ჰქონდა, ექიმი მკურნალობას დაჰპირდა, ოღონდ იმ პირობით, თუ  სხვა, კერძო კლინიკაში გადავიდოდა, სადაც აღნიშნული ექიმი მუშაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ონკოლოგმა განმარტა, რომ ფეხის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა და  მის ამპუტაციას პირადად ჩაატარებდა.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ პაციენტმა მომხდარის გამო ადგილობრივ პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა ექიმი დააკავეს, სასამართლომ კი მას თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების კოლონიაში 2 წლის ვადით მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი