ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty International: ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ ოჯახს

6 მარტი, 2018 • 2106
Amnesty International:  ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ ოჯახს

“ამნესტი ინტერნეშნლი​” [Amnesty International]  მოუწოდებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო მთავრობას, უზრუნველყონ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება და მისი ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ საფუძვლიანად, სწრაფად და მიუკერძოებლად  უნდა გამოიძიოს არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალების მიზეზები, – ნათქვამია ამნესტი ინტერნეშნლის 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. 

  • საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის ამ დრომდე არ გადმოუცია რუსეთს და სამხრეთ ისეთის დე ფაქტო მთავრობას ოჯახისთვის.
  • საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.
  • ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო.ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.
  • ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მათ ეკრძალებათ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი