ახალი ამბები

სამი შვილის დედას თავში ნაჯახი ჩაარტყეს – დაკავებულია სასკოლო ავტობუსის მძღოლი

3 მარტი, 2018 • 3195
სამი შვილის დედას თავში ნაჯახი ჩაარტყეს – დაკავებულია სასკოლო ავტობუსის მძღოლი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ქარელში კაცი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მეზობელ ქალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შსს-ს ცნობით, ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. როგორც “რუსთავი 2” აცხადებს, დაკავებული 29 წლის კაცი სასკოლო ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, დაჭრილი ქალი კი მისი მეზობელია, რომელსაც სამი შვილი ჰყავს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი