ახალი ამბები

პუტინის წინასაარჩევნო მუქარა და პენტაგონის პასუხი

2 მარტი, 2018 • 4145
პუტინის წინასაარჩევნო მუქარა და პენტაგონის პასუხი

პენტაგონი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარას პასუხობს და აცხადებს, რომ ამ რიტორიკით გაკვირვებული არ არიან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 მარტს პრეზენტაციაზე წარმოადგინა ვიდეო, სადაც საუბარია, რომ რუსეთი ფლობს ახალ, “უძლეველ” ბირთვულ იარაღებს. გრაფიკულ ვიდეოზე, რომელიც 1 მარტს პუტინმა ახალი იარაღის სადემონსტრაციოდ წარმოადგინა, რაკეტები ფლორიდისკენ მიემართებოდა.

აშშ-ის თავდაცის დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, პენტაგონი პუტინის რიტორიკას არ გაუკვირვებია.

“ამერიკელ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ სრულიად მზად ვართ” – განაცხადა დანა ვაითმა მას შემდეგ, რაც პუტინმა 18 მარტის არჩევნების წინ განაცხადა, რომ რაკეტებს მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში შეუძლია დარტყმის განხორციელება.

“რუსეთს კვლავ აქვს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული პოტენციალი, მაგრამ არავინ გვისმენდა. მოგვისმინეთ ახლა,”- განაცხადა პუტინმა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს არის დანიშული.

“1 მარტს, სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტისთვის იყო შესაძლებლობა, რომ სამხედრო ტექნილოგიებში თავისი ქვეყნის წარმატების დემონსტრირება მოეხდინა,” – წერს CNN.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი