ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

2 მარტი, 2018 • 2304
სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

დღეს, 2018 წლის 2 მარტს, 90 ხმით 10 წინაააღმდეგ სომხეთის პარლამენტის დეპუტატებმა, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტად არმენ სარქსიანი 7 წლით აირჩიეს.

პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტობის კანდიდატად მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი არმენ სარქსიანი წარადგინა. პოლიტოლოგთა აზრით, თავად სერჟ სარგსიანი აპრილში, პრეზინდეტის ინაუგურაციის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავს. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ძალაუფლება ქვეყნის მართვის კუთხით პრემიერ-მინისტრს ექნება.

არმენ სარქსიანი სომხეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდა, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, კანდიდატი არ წარადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი