ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ეკონომიკური პროცესები უარყოფითმა პიარმა შეანელა

25 სექტემბერი, 2013 •
კვირიკაშვილი: ეკონომიკური პროცესები უარყოფითმა პიარმა შეანელა

“ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მისვლა არ უნდა ატარებდეს წინასაარჩევნო სპეკულატიურ ხასიათს. ამისი ელფერი აქვს ამ მოწვევას, თუმცა რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ჩვენ, ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

 

მინისტრის აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების შენელება ოპონენტების მიერ განხორციელებულმა უარყოფითმა პიარმა განაპირობა:

 

“რაც შეეხება ეკონომიკის განვითარების დაბალ დონეს,  მოსაზრებას, რიმ 10 თვეში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომ სადღაც მიექანება ჩვენი ეკონომიკა, არ ვეთანხმები. რეალური ზრდა გვაქვს ეკონომიკაში, ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის 2 პროცენტის ფარგლებში. ის რომ ეკონომიკა არ გაიზარდა დაგეგმილი მაჩვენებლით არ არის კარგი. ამას ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზები. ამის შემადგენელი ნაწილი იყო ის უარყოფითი პიარი, როემლსაც ჩვენი ოპონენტები დაუმსახურებლად ეწეოდნენ.” 

 

კვირიკაშვილის თქმით, თუ როგორი შედეგები იქნება ეკონიმიკის ზრდის კუთხით წლის ბოლოს, პროგნოზის გაკეთება რთულია:”ძნელია პროგნოზების გაკეთება. მე ვთქვი, რომ 2,5–3 პროცენტის ფარგლებში იქნება ეკონომიკური ზრდა. ეს ჩემი პირადი პროგნოზია, მაგრამ ამ წუთას რთული იქნება ამაზე საუბარი”..   

  

მასალების გადაბეჭდვის წესი