ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დღეს სომხეთში დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ

2 მარტი, 2018 • 1436
დღეს სომხეთში დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ

სომხეთის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, დღეს, 2018 წლის 2 მარტს, სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ.

პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტობის კანდიდატად მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი არმენ სარქსიანი წარადგინა. პოლიტოლოგთა აზრით, თავად სერჟ სარგსიანი აპრილში, პრეზინდეტის ინაუგურაციის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავს. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ძალაუფლება ქვეყნის მართვის კუთხით პრემიერ-მინისტრს ექნება.

არმენ სარქსიანი სომხეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდა, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, კანდიდატი არ წარადგინეს.

სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატი ეროვნული კრების დეპუტატების მეოთხედმა უნდა წარადგინოს. პრეზიდენტი კი 7 წლით იქნება არჩეული იმ შემთხვევაში, თუკი მას პარლამენტარების სამი მეოთხედი დაუჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი