ხადური: ვცდილობთ ქვეყნის ეკონომიკა გამოვიყვანოთ ნაციონალური შოკიდან

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მას საპარლამენტო უმცირესობისგან ოფიციალური მიწვევა არ მიუღია დებატებთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე თქმით, მას არასოდეს უთქვამს უარი დებატებზე:

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

“მე არასოდეს არ მითქვამს უარი დებატებზე. “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს გულწრფელი, რადგან ვცდილობთ მათი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას, ვცდილობთ ქვეყნის ეკონომიკა გამოვიყვანოთ ნაციონალური შოკიდან. “ნაციონალური მოძრაობა” 9 წელი მართავდა ქვეყანას, მათ არც ბიზნესის თავისუფლება ადარდებდათ, არც სოფლის მეურნეობა და არც ამ დარგის ინფრასტრუქტურა. “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს საკუთარი ქმედებებით გადაფაროს საკუთარი დანაშაული”, – აცხადებს ხადური.

 

საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს პარლამენტში გაიმართოს დებატები ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემცირების საკითხებზე.

 

“ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მცირდება, თუმცა, თუ ციფრებს ჩავხედავთ 2013 წელს ეკონომიკა 2%-ით არის გაზრდილი: 2011 წელს ზრდა იყო 100%, 2012-ში – 106% და 2013-ში – 108%. 2013 წელი ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნება”, – აცხადებს ნოდარ ხადური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge