ახალი ამბები

მაშველებმა ყაზბეგში დაკარგული ალპინისტის ცხედარი იპოვეს

25 სექტემბერი, 2013 •
მაშველებმა ყაზბეგში დაკარგული ალპინისტის ცხედარი იპოვეს

საქართველოს შს უწყებაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ეს სწორედ პოლონელი ალპინისტის ცხედარია, თუმცა მოკვლევა გრძელდება და ყველაფერი დადგინდება მაშინ, როდესაც ცხედრის ბარში ტრანსპორტირება მოხდება.

 

სამი პოლონელი ალპინისტი ყაზბეგში ექსპედიციაზე 22 სექტემბერს გაემგზავრა, ორი მათგანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი