ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დავით ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ფონდში მოზიდული კაპიტალის რაოდენობა დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
“თანაინვესტირების ფონდში თანხა კერძო პირებმა, ბიზნესჯგუფებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შემოიტანეს. დაგიდასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფონდში არის ბიძინა ივანიშვილის და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის კაპიტალი. 30 სექტემბერს მოხდება ფონდის პრეზენტაცია და სხვა დეტალები იქ გაცხადდება.”
მიიღო თუ არა ფონდის კაპიტალის შევსებაში მონაწილეობა “სილქროუდ ჯგუფმა” და “დაბი ჯგუფმა”, ამ საკითხზე დავით ებრალიძე კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, ფონდის კაპიტალში მონაწილეების შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციაზე გაჟღერდება, თუმცა განთავსებული კაპიტალის მოცულობა კონფიდენციალური იქნება.
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით სუვერენული ფონდი, კერძო საინვესტიციო ფონდი და ახალგაზრდული ფონდი უნდა შექმნილიყო. ამ დროისათვის მოქმედებს საპარტნიორო ფონდი, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდი, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა. ფინდის მთავარი შემომწირველი ბიძინა ივანიშვილია. მილიარდიანი ფონდიდან სოფლის მეურნეობის სექტორში იაფი კრედიტის პროგრამა დაფინანსდა.







