ახალი ამბები

რატომ უნდა მივიდეს ბიზნესი საპარტნიორო ფონდში

24 სექტემბერი, 2013 •
რატომ უნდა მივიდეს ბიზნესი საპარტნიორო ფონდში

ბიზენესის წარმოამდგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფონდის მიერ წარმოდგენილი პროექტების მიმართ კომპანიების მენეჯერების ინტერესი მაღალი იყო:

 

„საპარტნიორო ფონდი შეხვდა დაახლოებით 60 ბიზნესმენს. გავაცანით ფონდის მისია–ამოცანა. პრაქტიკულად მათ დაინახეს, რომ ეს არის ერთადერთი ფონდი, რომელიც ქართულ ბაზარს აწვდის გრძელვადიან კაპიტალს. საპარტნიორო ფონდში ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია პროექტის წარდგენა. ჩვენი თანამონაწილეობა ბიზნესის კაპიტალში 50 პროცენტზე მეტი არ იქნება.“

 

ბიზნესის და საპარტნიორო ფონდის შეხვედრა
ბიზნესის და საპარტნიორო ფონდის შეხვედრა

კოვზანაძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო პორტფელში უკვე არის პროექტები, რომელიც ენერგოსექტორის, სოფლის მეურნეობის,  გადამამუშავებელი მრეწველობის  და ინფრასტრუქტურის სექტორში ფონდის თანამონაწილეობით განხორციელდა:

 

„ბიზნესთან საუბრისას პოტენციურად დავინახეთ ის საშუალებები, სადაც შეიძლება შედგეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის. პრაქტიკულად ეს არის ის მოდელი, სადაც ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა. ბიზნესის მთავარი პრობლემა დღეს არის გრძელვადიანი კაპიტალის დეფიციტი. ეს კაპიტალი არ არის საქართველოში და ამის შევსებას ჩვენ განვახორციელებთ. ბიზნესმა მიიღო საინტერესო ინფორმაცია და, ვფიქრობ, ამას პოზიტიური შედეგები ექნება.“    

 

 

ბანკ „რესპუბლიკას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილი საპარტნიორო ფონდის ინიციატივას ბიზნესისთვის მიმზიდველად მიიჩნევს:  

 

„ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ფონდის თანამონაწილეობით რამდენიმე მსხვილი პროექტი განხორციელდა.  ფონდის ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ ნებისმიერს შეუძლია მიაკითხოს საპარტნიორო ფონდს კაპიტალისთვის. წვდომა ამგვარ კაპიტალთან ევროპის ნებისმიერ ქვეყანასაც კი შეშურდებოდა. ბიზნესიდან გასვლის ოფცია, რომელსაც ითხოვს სახელმწიფო, 15 პროცენტია.  ეს არის საკმაოდ მისაღები განაკვეთი.“

 

ლაშა პაპაშვილის განცხადებით, მას კონკრეტული პროექტი ჯერ არ აქვს, თუმცა ფონდის, ბიზნესის და კერძო მეწარმის ურთიერთობის წარმატებულ მაგალითად მცხეთა–მთიანეთის რეგიონში განხორციელებულ მეღორეობის ფერმის მშენებლობას განიხილავს: ბიზნესის დასაწყებად კაპიტალის 30 პროცენტი გაიღო მეწარმემ, 50 პროცენტი- „საქართველოს ბანკმა“, ხოლო 20 პროცენტი – საპარტნიორო ფონდმა. ეს არის ათმილონიანი პროექტი, საიდანაც ფონდი 5 ან 7 წლის შემდეგ გამოვა. მთავარი ის არის, რომ ბიზნესში ფონდი არ რჩება, რაც ბაზარზე კონკურენციას არ შეზღუდავს.“

 

საქართველოს ბიზნეს- ასოციაციაციის ხელმძღვანელი, იუ–ჯი–თის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ამბობს, რომ  შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი კითხვა დაისვა ბიზნესის მხრიდან:

 

“მნიშვნელოვანია, რომ საპარტნიორო ფონდი არ შემოვა კონკურენციაში ბიზნესთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესუჯი იყო. ასევე ჩვენ დავინახეთ ბიზნესიდან გამოსვლის სტრატეგია. ფონდი ბიზნესის კაპიტალიდან წილს  საფონდო ბირჟის მეშვეობით გამოიტანს. ფონდის წილი გასაყიდად  საფონდო ბირჟზაე გავა, რაც ამ სეგმენტს განავითარებს.”   

 

გია ჭირაქაძე მიიჩნევს, რომ საპარტნიორო ფონდის მიდგომები  ბიზნესში თანაინვესტირებასთან დაკავშირებით არის მიმზიდველი და ფონდში პროექტს ბევრი ბიზნესკომპანია შეიტანს.      

 

მასალების გადაბეჭდვის წესი